—

ბოლნისის მერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

62
ბოლნისის მერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ვაქცინაციის კამპანიაში წითელი ჯვრის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. წითელი ჯვარი ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მთლიანად ქვემო ქართლში ვაქცინაციის მსურველებს სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის პროცესში აქტიურ დახმარებას გაუწევს, რათა მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ ვაქცინის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის გავლა.

,,ვაქცინაციის მსურველებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე 2 501 105 დარეკონ, რის შემდეგაც მოხალისეები მათ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან. დავით შერაზადიშვილი წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას დაჰპირდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →