—

რა არის კოვიდპასპორტი და როდის დაიწყება მისი გაცემა - გამყრელიძის განმარტება

70
რა არის კოვიდპასპორტი და როდის დაიწყება მისი გაცემა - გამყრელიძის განმარტება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია.

მისივე განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდპასპორტის კონცეფციას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

"ჩვენთან კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წარვუდგენთ ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით კონცეფციას, როგორ მუშაობს კოვიდპასპორტი, შემდეგ წარედგინება საკორდინაციო საბჭოს და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას.

კოვიდპასპორტი არის ის დოკუმენტი, სადაც აღინუსხება ელექტრონულ ან ქაღალდის მატარებელზე თქვენი აცრის სტატუსი, გაქვთ თუ არა ბოლო 72 საათში PSR ტესტი ან სწრაფი ტესტი გაკეთებული და მისი პასუხი. ასევე, შესაძლებელია იქ იყოს გაქვთ თუ არა გადატანილი დაავადება, ეს განხილვის საგანია. ამის გარკვევა სპეციალური QR კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს არის სერტიფიკატი, რომ თქვენ ორჯერ აიცერით ამა და ამ ვაქცინით" , - განაცხადა გამყრელიძემ.

report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →