—

თურქეთი კრიპტო ფირმებს რეგულაციებს უწესებს

72
თურქეთი კრიპტო ფირმებს რეგულაციებს უწესებს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთი კრიპტო ფირმებს რეგულაციებს უწესებს . საქმე ისაა, რომ თურქეთმა კრიპტოვალუტის აქტივების მიმწოდებლები იმ დაწესებულებების ჩამონათვალს დაამატა, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რეგულაციები უნდა…

თურქეთი კრიპტო ფირმებს რეგულაციებს უწესებს. საქმე ისაა, რომ თურქეთმა კრიპტოვალუტის აქტივების მიმწოდებლები იმ დაწესებულებების ჩამონათვალს დაამატა, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რეგულაციები უნდა დაიცვან.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტის,რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრძანებულებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში და ფინანსურ მაკონტროლებელს ციფრული ვალუტების ჰოლდინგების გამოკვლევას გაუადვილებს.

ცნობისთვის, კრიპტო აქტივებით გადახდა თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 30 აპრილიდან აკრძალა და განაცხადა, რომ ანონიმურობის დონე ციფრული სიმბოლოების უკან აუნაზღაურებელი ზიანის რისკს ბადებს. თურქეთის მთავრობა ასევე გეგმავს შეიქმნას ცენტრალური მაკონტროლებელი ბანკი, რათა Thodex- ისა და Vebitcoin- ის ბირჟების ბოლოდროინდელი კოლაფსის შემდეგ, შემხვედრი მხარის რისკი მაქსიმალურად აიცილოს თავიდან.

აპრილის ბოლო კვირაში თურქეთის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის პლატფორმა Vebitcoin-თან დაკავშირებული თაღლითობის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავა. თურქეთში, ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი ვარდნის გამო, კრიპტოვალუტის შეძენით მაცხოვრებლების დიდი რაოდენობაა დაინტერესებული. კიდევ უფრო მანამდე კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex-თან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 62 ადამიანი დააკავა.

report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →