—

გიორგი ღიბრაძე - საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, ყოველთვის არის განპირობებული არსებული ვითარებით და მიზნად ისახავს ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის შემცირებას

86
გიორგი ღიბრაძე - საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, ყოველთვის არის განპირობებული არსებული ვითარებით და მიზნად ისახავს ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის შემცირებას
მოსასმენად დააჭირეთ

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საბჭო ღებულობს, ყოველთვის არის განპირობებული არსებული ვითარებით და მიზნად ისახავს, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის შემცირებას, - ამის შესახებ, უწყებათაშორის…

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საბჭო ღებულობს, ყოველთვის არის განპირობებული არსებული ვითარებით და მიზნად ისახავს, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის შემცირებას, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა უქმე დღეებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულის განხორციელების მთავარი მიზანი იყო შემცირებულიყო მობილობა და ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე. გიორგი ღიბრაძის თქმით, კარგი ამინდები და გარეთ ყოფნა, გარკვეულწილად, ასუსტებს ეპიდემიის გავრცელებას.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე ისაუბრა, თუ რატომ არ მუშაობენ რესტორნები და კაფე-ბარები შაბათ-კვირას და რატომ არ აქვთ მეტი დრო მუშაობისთვის.

„ყველა ის რეგულაცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში და ეს არ არის მხოლოდ შეზღუდვა, ეს არის რეკომენდაცია, ოპერირების სხვადასხვა რეჟიმები, მიზნად ისახავს გავრცელების სიჩქარის შემცირებას. შესაბამისად, იგივე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულ ეტაპზე, მიჩნეულია, რომ 21:00 საათამდე მუშაობა და შაბათ-კვირას არ მუშაობა, უზრუნველყოფს მობილურობის შემცირებას მაქსიმალურად და შესაბამისად, გავრცელების სიჩქარის შემცირებას, რაც ჩვენი ეპიდემიოლოგიოური სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნულ მომენტში, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →