—

მმართველ პარტიას მოუწევს ოპოზიციის მოსაზრებების გათვალისწინება - კელი დეგნანი

50
მმართველ პარტიას მოუწევს ოპოზიციის მოსაზრებების გათვალისწინება - კელი დეგნანი
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ახლა ოპოზიცია უკვე პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს როგორც ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ…

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ახლა ოპოზიცია უკვე პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს როგორც ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი არ წარმოადგინოს პარლამენტში.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეთანხმების მიღწევა, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ მხარეები ერთმანეთთან საუბრობენ და შედეგად მიდიან გადაწყვეტილებამდე. იყო ბევრი დისკუსია და დებატი და ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილება არჩევნებთან დაკავშირებით და გაუმჯობესდა საარჩევნო კანონმდებლობა.

თუმცა, არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა დარღვევები, შესაბამისად, ახალი შეთანხმების შედეგად ჩნდება იმის საშუალება, რომ ძალინ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმები განხორციელდეს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში იმის ნახვა, თუ როგორ სწავლობდნენ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან მოლაპარაკებას, ბევრი მათგანი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდა, თუმცა, შეძლეს და იმუშავეს საკმაოდ რთულ საკითხებზე.

რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტში გაგრძელდეს ეს სამუშაო. ახლა ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს ოპოზიციის მოსაზრებები, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი არ წარმოადგინოს პარლამენტში,"- განაცხადა კელი დეგნანმა რადიო "ათინათთან" ინტერვიუს დროს.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →