—

სოზარ სუბარი - სამწუხაროა, რომ შალვა ნათელაშვილი გახდა ქართული ოპოზიციის კრებითი სახე

63
სოზარ სუბარი - სამწუხაროა, რომ შალვა ნათელაშვილი გახდა ქართული ოპოზიციის კრებითი სახე
მოსასმენად დააჭირეთ

სამწუხაროა, რომ შალვა ნათელაშვილი გახდა ქართული ოპოზიციის კრებითი სახე. ის გამოხატავს იმ აზრებს, რასაც სხვები ვერ ბედავენ, ან ბედავენ, მაგრამ შენიღბული ფორმით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის…

სამწუხაროა, რომ შალვა ნათელაშვილი გახდა ქართული ოპოზიციის კრებითი სახე. ის გამოხატავს იმ აზრებს, რასაც სხვები ვერ ბედავენ, ან ბედავენ, მაგრამ შენიღბული ფორმით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნათელაშვილის ანტიდასავლური კრიტიკა არის მკაფიო გამოხატულება ქართული ოპოზიციის კრებითობის.

„ამ ყველაფერს შალვა ნათელაშვილი ხმამაღლა გამოთქვამს. მისი ანტიდასავლური კრიტიკა არის მკაფიო გამოხატულება ქართული ოპოზიციის კრებითობისა. როგორც შალვას ფანჩატური იყო მათი კრებითობის ადგილი, ასევე მისი რიტორიკაა შინაგანი არსის კრებითობის გამოხატულება. როცა „ლელო” ლაპარაკობს, რომ დასავლეთს პატივი უნდა ვცეთ და შეთანხმებები შევასრულოთ, ცდილობს, უფრო ცივილიზებულად შემოაპაროს, როგორ დაარღვიოს ის შეთანხმებები, რომლებიც დასავლეთის წინაშე ავიღეთ. იგივე შემიძლია სააკაშვილის განცხადებაზე ვთქვა, როცა აღნიშნა, რომ ევროპა არის ოკუპანტი უკრაინისა და საქართველოსი. მგონი, ამაზე მეტი ნათელაშვილსაც არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ის უფრო სასაცილოდ და იუმორისტულ ფორმებში ამბობს, სხვათა შორის, ძალიან საშიშ იდეებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →