—

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 137-ე საჯარო სკოლაში ჩატარებული ტესტირების შედეგად კოვიდინფიცირების შემთხვევა არ გამოვლინდა

39
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 137-ე საჯარო სკოლაში ჩატარებული ტესტირების შედეგად კოვიდინფიცირების შემთხვევა არ გამოვლინდა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის 137-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებს რიგით მეექვსე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.

„ქვეყანაში გაზრდილი კოვიდ-სტატისტიკის ფონზე, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ინტენსიური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს.

გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, რიგით მეექვსე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდა თბილისის 137-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებს – მასწავლებლებს, მანდატურებს, დირექტორს, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. ტესტირების პროცესს სამედიცინო ცენტრი „ციტო“ უზრუნველყოფს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად სკოლაში დღეის მდგომარეობით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე არც ერთი კლასი არ იმყოფება და ადგილზე მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

სკოლებში კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით ინფიცირების შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ სკოლებში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ 2021 სასწავლო წელი მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში დაასრულონ.

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში ტესტირების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →