—

გიორგი ხოჯევანიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია, რატომ დატოვა პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ, ეს მიდგომა არ იმსახურებდა ჩვენგან მხარადაჭერას

95

მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია, თუ რატომ დატოვა თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ხოჯევანიშვილის თქმით, სწორედ ეს მიდგომა არ იმსახურებდა მათი მხრიდან ახალი კანდიდატის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია, თუ რატომ დატოვა პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ, რატომ უცვლის იგი სავარძელს მის მოდგილეს, სწორედ ეს მიდგომა ჩვენი მხრიდან არ იმსახურებდა მოწონებას და მხარადაჭერას. მათი არგუმენტი ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა. დარწუნებული ვარ, რომ უმრავლესობის წევრებისთვისაც არ იყო მისაღები ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა მათი ინფორმირება“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა გუშინ აირჩიეს. მის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგ წავიდა. ექვსივე დეპუტატი გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან. კერძოდ, გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →