—

სიტუაცია ისევ დაძაბულია - პაატა იმნაძე

42
სიტუაცია ისევ დაძაბულია - პაატა იმნაძე
მოსასმენად დააჭირეთ

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ისევ საკმაოდ დაძაბულია, სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილიზირდება, მატულობს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ საბედნიეროდ დრამატულ მატებას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული…

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ისევ საკმაოდ დაძაბულია, სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილიზირდება, მატულობს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ საბედნიეროდ დრამატულ მატებას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, თუ რეგულაციების მკაცრი დაცვა მოხდება, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაავადების კატასტროფულ მატებას თავიდან ავიცილებთ.

"ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ისევ საკმაოდ დაძაბულია. 1 551 ახალი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა. მთავარი ამოცანა ჩვენი არის ის, მაქსიმალურად პირბადის გამოყენება და აუცილებლად კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თავი შევიკავოთ სუფრებისაგან, რადგანაც ყველაზე დიდი რისკი გახლავთ სუფრები. გუშინ 30 000-მდე ტესტი ჩატარდა, აქედან თითქმის 18 000-მდე იყო PCR ტესტი, დანარჩენი ანტიგენის ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ისევ და ისევ არის 4-ზე მეტი - ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილიზირდება, მატულობს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ საბედნიეროდ დრამატულ მატებას ადგილი არ აქვს. თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ყველა არსებულ რეგულაციას, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ არ მივაღწევთ დაავადებულთა რაოდენობის ისეთ კატასტროფულ მატებას, როგორიც ჩვენ გასული წლის შემოდგომის ბოლოს გვქონდა", - განაცხადა იმნაძემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →