—

20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ამნისტიის პროექტზე მხარეებს შორის შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს

15
20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ამნისტიის პროექტზე მხარეებს შორის შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტში 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ამნისტიის პროექტზე მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობს უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე . მთავარი დისკუსიის თემაა, როგორ შეიძლება…

პარლამენტში 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ამნისტიის პროექტზე მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობს უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე. მთავარი დისკუსიის თემაა, როგორ შეიძლება ამნისტიის იმდაგვარად ამოქმედება, რომ მოხდეს აქციაზე დაზარალებულთა ინტერესების სრულფასოვნად გათვალისწინება.

მხარეები ამ კონტექსტში ამბობენ, რომ ამნისტია ე.წ. კონვენციურ მუხლებზე ვერ გავრცელდება.

შეხვედრა დახურულია და მასში მონაწილეობენ პარლამენტის წევრები: უმრავლესობიდან - ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და შალვა პაპუაშვილი, ხოლო ოპოზიციიდან - ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, შალვა შავგულიძე, ალეკო ელისაშვილი, დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია, ლევან იოსელიანი.

ამნისტიის პროექტის რეგისტრირება, რითაც ინიცირების პროცესი დაიწყება, დღეს იგეგმება.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →