—

სოფელ თეკლათთან ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი დაშავდა

97
სოფელ თეკლათთან ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი დაშავდა
მოსასმენად დააჭირეთ

სენაკში, სოფელ თეკლათთან მომხდარი ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი წლის ბავშვი. ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ მანქანაში მსხდომი ერთი ოჯახის სამი წევრი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა, ხოლო კიდევ სამი დაშავებული, რომლებსაც გულ-მკერდისა და კისრის მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ, კლინიკა „არქიმედეში“ მოათავსეს. მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →