—

ირაკლი კობახიძე: თალაკვაძეს მადლობას ვუხდი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის

36
ირაკლი კობახიძე: თალაკვაძეს მადლობას ვუხდი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

მადლობა მინდა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და რაც მთავარია, ორი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის…

მადლობა მინდა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და რაც მთავარია, ორი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ძალიან მძიმე ვითარების დროს ჩაიბარა.

„როგორც გახსოვთ, მან ძალიან მძიმე ვითარების ფონზე ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს იყო 2019 წლის ივნისი და ამის შემდეგ მას მოუწია არაერთი რთული ეტაპის გამოვლა საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. თითოეულ ამ ეტაპზე ის გამოირჩეოდა როგორც ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სათანადოდ უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას. კიდევ ერთხელ ვუხდი მას მადლობას ორი წლის განმავლობაში გაწეული გამორჩეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →