—

ეკატერინე ტიკარაძე - დავიწყეთ განმეორებით მობილიზაცია

34
ეკატერინე ტიკარაძე - დავიწყეთ განმეორებით მობილიზაცია
მოსასმენად დააჭირეთ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკასთან“ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რამდენადაა ჯანდაცვის სისტემა მზად ეპიდვითარების გართულებისთვის. უწყების ხელმძღვანელის…

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკასთან“ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რამდენადაა ჯანდაცვის სისტემა მზად ეპიდვითარების გართულებისთვის. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამინისტრო იწყებს სექტორის განმეორებით მობილიზაციას, თუმცა, იმედს იტოვებს, რომ პანდემიის მესამე ტალღა ისეთი სირთულის არ იქნება, როგორც ეს მეორე ტალღის შემთხვევაში იყო.

„ჯანდაცვის სამინისტროში დღეს დილითაც გაიმართა შეხვედრა კლინიკების წარმომადგენლებთან და დავიწყეთ განმეორებით მობილიზაცია. მეორე ტალღის პერიოდიდან, ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი და შესაბამისი გამოცდილება, ჩვენ მივყვებით იმ ნაბიჯებს, რითაც სექტორი სრულიად მომზადებული დახვდება მესამე ტალღას, თუმცა, ჯანდაცვის სექტორისთვის, ყველაზე რთული და არასასურველი წარმოსადგენია, რომ მესამე ტალღა იგივე სირთულის იყოს, როგორიც იყო მეორე ტალღა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის ორგანიზაციების მხრიდან და მაქსიმალურად ეცადონ, რომ ატარონ პირბადე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →