—

გიორგი ღიბრაძე: ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს

49
გიორგი ღიბრაძე: ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს
მოსასმენად დააჭირეთ

ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების…

ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპერაციული შტაბის უფროსმა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, სახეზეა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, ასევე მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდების მობილიზების, ასევე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგის მართვის კუთხით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი ქვეყანა მზად იქნება. ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.

İmedi.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →