—

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძეს 28 აპრილს მოუსმენენ

55
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძეს 28 აპრილს მოუსმენენ
მოსასმენად დააჭირეთ

28 აპრილს პარლამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს…

28 აპრილს პარლამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.

„მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა დაიგეგმა ოთხშაბათს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში ჯანდაცვის მინისტრისთვის 13 აპრილს უნდა მოესმინათ, თუმცა მინისტრის წერილის საფუძველზე ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა მომავალი სასესიო კვირისთვის გადაიდო და 28 აპრილს ჩაინიშნა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →