—

მარნეულში ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ცხელი ხაზის ნომრის ნაცვლად შეცდომით „თბილისი ენერჯის“ ცხელი ხაზის ნომერია მითითებული

28
მარნეულში ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ცხელი ხაზის ნომრის ნაცვლად შეცდომით „თბილისი ენერჯის“ ცხელი ხაზის ნომერია მითითებული
მოსასმენად დააჭირეთ

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომერი შეცდომითაა მითითებული.

კერძოდ, ბანერებზე, რომლებიც ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დამზადდა და მარნეულში გარე რეკლამების სახით გამოჩნდა, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომრად არა 144, არამედ 114-ია მითითებული, რაც თავის მხრივ, „თბილისი ენერჯის“ ცხელი ხაზის ნომერია.

ბანერების მიზანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების დაინტერესებაა. ბანერის ძირითადი სლოგანი სწორედ ისაა, რომ „ვაქცინა გვიცავს“.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ბანერები უახლოეს მომავალში გამოიცვლება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →