—

გიორგი ვაშაძე - ყველა სხვა საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება გვექნება

45
გიორგი ვაშაძე - ყველა სხვა საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება გვექნება
მოსასმენად დააჭირეთ

თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება და არ გავრცელდება. ყველა სხვა საკითხზე გვექნება მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“. დაზარალებულის თანხმობა არის პრაქტიკა, რომელიც არის ყველა ამნისტიის კანონში და…

თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება და არ გავრცელდება. ყველა სხვა საკითხზე გვექნება მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“. დაზარალებულის თანხმობა არის პრაქტიკა, რომელიც არის ყველა ამნისტიის კანონში და ამაზეც ვიმუშავებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები გაიმართება „ქართულ ოცნებასთანაც“.

„ქართულ ოცნებასთან“ ინფორმაციის გაცვლა გვექნება. რაც შეეხება ორი კანონპროექტის ინიცირებას, არ მინდა რომ ასე მოხდეს. მე პირადად მინდა, იყოს ერთი კანონპროექტი, რადგან შეთანხმების დოკუმენტმა ყველას დაგვაკისრა პასუხისმგებლობა შეთანხმების გზით ვიაროთ. თუ ვინმეს დასჭირდება განმარტება, არის პროტოკოლები შეხვედრების, რომელშიც დეტალურად არის განმარტება, თუ რაზე შევთანხმდით. ამ განმარტებით ბარათებზე კიდევ საელჩოებში მისვლა აღარ დაგვჭირდება და კაცურად, ადამიანურად, პატიოსნად მივუდგებით ამ საკითხის იმპლემენტაციას. რაც შეეხება დაზარალებულთა თანხმობას, თუ დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო, ეს იქნება ორმხრივი ნაწილი, ცალმხრივი ვერ იქნება. ერთ მხარეს სჭირდება თანხმობა და მეორეს არ სჭირდება, ასე ვერ იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →