—

სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს

9
სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის სენატში სენატორ რონ ჯონსონის ავტორობით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს.

კონგრესის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია საქართველოში ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებს, მიაღწიონ შეთანხმების დაუყოვნებლივ განხორციელებას, რომელსაც 2021 წლის 19 აპრილს მოეწერა ხელის.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ. რეზოლუციის თანაავტორები არიან სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.

ამერიკელმა სენატორებმა კონგრესის ზედა პალატაში რეზოლუცია 22 აპრილს წარადგინეს.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →