—

გამყრელიძემ შეზღუდვებზე ისაუბრა

33
გამყრელიძემ შეზღუდვებზე ისაუბრა
მოსასმენად დააჭირეთ

გარდა იმ შეზღუდვებისა, რაც დღეს არსებობს დამატებით შეზღუდვებზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის, ახლა მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება მაღალი იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა…

გარდა იმ შეზღუდვებისა, რაც დღეს არსებობს დამატებით შეზღუდვებზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის, ახლა მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება მაღალი იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და დიდი სუფრები არ გამართოს, რადგან ეს საფრთხის შემცველია.

"შეზღუდვებზე ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ეს განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. მოგეხსენებათ პანდემიამ მთელს მსოფლიოში დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვა. ამიტომ მდიდარი ქვეყნები, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა შეზღუდვებს უძლებენ, ჩვენთვის რთულია. ამიტომ ახლა ჩვენ მივდივართ დანის პირზე, არც ეკონომიკა უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც ეს წინა გაზაფხულზე გავაკეთეთ და მეორეს მხრივ უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაცია. ამიტომ გარდა იმ შეზღუდვებისა რაც დღეს არსებობს, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. ახლა მთავარია, რომ ის შეზღუდვების რაც ახლა არის იყოს მაქსიმალურად დაცული. არ გვინდა 200 კაციანი ქორწილები და სუფრები, იქიდან იწყება ძალიან ბევრი გავრცელება", - განაცხადა გამყრელიძემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →