—

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

56
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
მოსასმენად დააჭირეთ

24, 25 და 26 აპრილს დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ზოგიერთ რაიონებში ნავარაუდევია მცირე წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +7°, ხოლო დღისით…

24, 25 და 26 აპრილს დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ზოგიერთ რაიონებში ნავარაუდევია მცირე წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +7°, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +25° სითბო იქნება.

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც, ღამით მინიმალური ტემპერატურა +3°იქნება, ხოლო დღისით ჰაერის აქაც +25°-მდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 24 დან 26 აპრილის ჩათვლით უმეტესად იწვიმებს, ღამით მინიმალური ტემპერატურა +6° ხოლო დღისით +25° გრადუსამდე დაფიქსირდება.

იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიც. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +1°, ხოლო დღისით მაქსიმალური სითბო +26° დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში აღნიშნულ 3 დღიან მონაკვეთში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 24 დან 26 აპრილის ჩათვლით, ღამით +9° იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +26° გრადუსამდე მიაღწევს.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →