—

თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

25
თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე, 284-ე მუხლების საფუძველზე, რაც იძულებას, მუქარას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

მანამდე, ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. მათივე განცხადებით, ჰომოფობიური ინციდენტები თავდამსხმელის მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული „თბილისი პრაიდშია“ დასაქმებული.

ორგანიზაციამ შსს-ს მოუწოდა:

საქმე გამოიძიოს ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად;
გამოკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები;
საქმის გამოძიება წარმართოს შესაბამისი ცოდნისა და მგრძნობელობის მქონე პირებმა, რათა თავიდან არიდებულ იქნას მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვანის მეორადი ვიქტიმიზაცია;
უზრუნველყოს მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება.
„თბილისი პრაიდი“, ასევე, მოუწოდებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა გამოძიების პროცესზე და უზრუნველყოს ჰომოფობიური სიძულვილის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →