—

თამარ გაბუნიამ განმარტა, რა ობიექტები განაგრძობენ მუშაობას უქმე დღეებში

85
თამარ გაბუნიამ განმარტა, რა ობიექტები განაგრძობენ მუშაობას უქმე დღეებში
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რა ობიექტები განაგრძობენ მუშაობას 4-დან 11 მაისამდე. ამ თემაზე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაზუსტებთ იმ სეგმენტებს, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას. ეს არის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორებში გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის გადმოცემული სტრატეგიული ობიექტების სია. იგივე სია მოქმედებდა რამდენიმე თვის წინ გამოცხადებული უქმე დღეების პერიოდში. არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას. დანარჩენებს შეეხება უქმე დღეები, როგორც ეს აქამდე იყო. დეტალები ეტაპობრივად დაზუსტდება და შეიძლება ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი განმარტებები გაკეთდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებიდან 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად გამოცხადდა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →