—

შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი

54
შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს დღეს კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი. ევროკავშირის ოფისში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, გელა მიქაძე და…

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს დღეს კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი. ევროკავშირის ოფისში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრები, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია იყვნენ მისული. მათ დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები გააკეთეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრების თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანია და იმედოვნებენ, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობით ყველა პუნქტის იმპლემენტაცია მოხდება.

„აღნიშნული შეთანხმება ცალსახად გამარჯვება არ არის, მაგრამ პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ სერიოზულ წინაპირობებს ქმნის გამარჯვებისთვის, იმ რეფორმებისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამ შეთანხმებით იყო შემოთავაზება ჩვენი მედიატორებისგან, რომ ყოფილიყო ხელმოწერა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, ინდივიდუალურად დავაფიქსირეთ ჩვენი ხელმოწერები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →