—

მიხეილ სააკაშვილი - არასოდეს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ, ახლა ვამბობ, მინდა, ჩვენს მომხრეებს ვთხოვო, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმნათ შტაბები

71
მიხეილ სააკაშვილი - არასოდეს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ, ახლა ვამბობ, მინდა, ჩვენს მომხრეებს ვთხოვო, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმნათ შტაბები
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოვა რეფერენდუმის წინ, რომელიც მისივე განმარტებით, ოქტომბერში არჩევნებთან ერთად გაიმართება.

სააკაშვილის თქმით, აქამდე მას არასოდეს დაუსახელებია ჩამოსვლის კონკრეტული თარიღი.

„მოხდა მთავარი რამ, რაც არის ქართველი ხალხის გამარჯვება, მათ შორის მთელი ამ თვეების ბრძოლის, დაფიქსირდა, რომ წელს, ოქტომბერში, როცა გაიმართება რიგგარეშე არჩევნები, გაიმართება ასევე რეფერენდუმი, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი იმისა, შეიცვალოს თუ არა საქართველოში ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გზით. ეს ჩაიდო ხელშეკრულებაში. იქ არის ჩადებული ის, რომ რჩება ძველი საარჩევნო კომისია, ამიტომ, მარტივად ეს პროცესი არ ჩაივლის. ივანიშვილს ჰგონია, რომ თამარ ჟვანიას და სხვების მეშვეობით ისევ გააყალბებს, გადაწერს ოქმებს და ა.შ. ამას ვერ შეძლებს რამდენიმე ფაქტორის გამო, რომ ყველა შემთხვევაში ნიკა მელია იქნება გარეთ, ყველა შემთხვევაში მე ჩამოვალ საქართველოში, ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება, ამას წყალი არ გაუვა…

მე არასოდეს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ, ახლა ვამბობ კონკრეტულად, ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავზე, თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე, მე ვიქნები საქართველოში. ამიტომ, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც არიან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, მინდა, ვთხოვო ყველას, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმანთ შტაბები. ჩემ მიმართ რუსების დავალებით აღძრულია სრულიად უსამართლო სისხლის სამართლის საქმეები, რომელსაც იმედი მაქვს, უახლოეს თვეებში მოვიგებ სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →