—

ბადრი ჯაფარიძე - ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამ წუთას გარეთ

53
ბადრი ჯაფარიძე - ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამ წუთას გარეთ
მოსასმენად დააჭირეთ

ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამ წუთას გარეთ,- ამის შესახებ „ლელოს" ერთ - ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა…

ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამ წუთას გარეთ,- ამის შესახებ „ლელოს" ერთ - ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად გამოხატავს მმართველი გუნდი მზაობას, რომ მელია გირაოს გადახდის გარეშე, სხვა მექანიზმით გათავისუფლდეს.

ჯაფარიძის თქმით, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ჩაერთვებიან.

„მელიას თანხმობის გარეშე ძალით გირაოს არავინ გადაიხდის, შესაბამისად, ამ შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარე, უნდა მოიძებნოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც არ შეიქმნება წინააღმდეგობა. ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამ წუთას გარეთ. ამიტომ ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. როცა ეს ორი ადამიანი იქნება გარეთ, ჩვენ პარლამენტში მუშაობას შევუდგებით, მაგრამ შესაძლებელია, რომ თუ ამნისტიის კანონამდე ვერ გათავისუფლდება ეს ხალხი, მაშინ, ალბათ, ამნისტიის კანონს უნდა დავუჭიროთ მხარი, რომ ისინი გამოვიდნენ გარეთ. რაც უფრო სწრაფად გამოვლენ ეს ადამიანები და ეს ჩვენ ვუთხარით შარლ მიშელს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩავერთოთ საკანონმდებლო საქმიანობაში. მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას", რომ პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საკითხს, იმ თვალსაზრისით, რომ კრიზისის განმუხტვა ქვეყანას სჭირდება. სიჯიუტის გამო ნუ შექმნიან ისეთ წინააღმდეგობას, რაც ხელს შეუშლის ამ ადამიანების გათავისუფლებას,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →