—

სალომე ზურაბიშვილი - შეთანხმება ბევრს ნიშნავს პირველ რიგში საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოება იყო გადაღლილი პოლარიზაციით, დაპირისპირებით

52
სალომე ზურაბიშვილი - შეთანხმება ბევრს ნიშნავს პირველ რიგში საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოება იყო გადაღლილი პოლარიზაციით, დაპირისპირებით
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეიზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე დღეს ახალი ხელმოწერები დაემატა და იმედი აქვს, ამ პროცესის გაგრძელებით მომავალში სრულყოფილ შედეგს მიიღებენ.

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ იმ ძალიახმევისთვის, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დღეს დილიდან კიდევ ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რომელიც დაიწყო გუშინ, გრძელდება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ დღეებში, მომავალში კიდევ გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს იქნება და არის უკვე ნამდვილად ყველას გამარჯვება, პირველ როგში ამ ქვეყნისთვის.

შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, რომელიც არის თქვენი და თქვენი წარმომადგენლის, ასევე აშშ-ის დახმარებით მიღწეული, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. პირველ რიგში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი, ვიტყოდი კიდევაც, გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით, თუნდაც შეურაცხყოფილი, რადგან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. ამიტომ, დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →