—

ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს პარლამენტში მივლენ

53
ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს პარლამენტში მივლენ
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის პროგრამაშია აღნიშნული. შესაბამისად…

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის პროგრამაშია აღნიშნული. შესაბამისად, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტს ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდნენ, თუმცა გუშინ მედიატორ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდნენ, დღეს პარლამენტში მივლენ.

რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე, ასევე „გირჩის“ ლიდერები.

რაც შეეხება მიშელის ვიზიტის პროგრამას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისში 15:00 საათზე ჩამოვა. პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, ის შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომლის დასრულების შემდეგაც მხარეები ორმხრივ განცხადებას გააკეთებენ.

დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →