—

მიხეილ სააკაშვილი - 43 პროცენტი, რა, ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ორ კილო ყველს ვყიდულობთ?

22
მიხეილ სააკაშვილი - 43 პროცენტი, რა, ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ორ კილო ყველს ვყიდულობთ?
მოსასმენად დააჭირეთ

ძალიან მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია, რომ პირველად „ქრთულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად აღიარა, რომ შესაძლებელია, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი…

ძალიან მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია, რომ პირველად „ქრთულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად აღიარა, რომ შესაძლებელია, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა მიშელის ახალ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. უნდა ჩატარდეს, რადგან წინა არჩევნები იქნა მოპარული და გაყალბებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, რომ ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, ამასთან დაკავშირებით სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის 43 პროცენტი და არა, ვთქვათ, 50.

„აქ დეტალებშია ეშმაკი. რა არის მთავარი დეტალები. გაუგებარია, რატომ არის 43 პროცენტი და არ არის 50 პროცენტი. თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43 პროცენტი რა, ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ორ კილო ყველს ვყიდულობთ? რატომ 43 და არა 50 პროცენტი. ეს საკითხი ჩემთვის არის კითხვა. 43 პროცენტი ვინ უნდა დაითვალოს? როგორც დოკუმენტში წერია, რვა პროფესიულ წევრს ნიშნავს ცესკო, ეს რვავე წევრი იქნება „ქართული ოცნების“ წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →