—

თამარ გაბუნიას განცხადებით, 27 აპრილიდან ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება

39
თამარ გაბუნიას განცხადებით, 27 აპრილიდან ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 27 აპრილიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 27 აპრილიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დეტალურ რეკომენდაციებზე მუშაობა მომდევნო კვირაში დასრულდება. მისივე თქმით, ეპიდრისკების გათვალისწინებით ექსპერტები მხარს უჭერენ იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენება დროულად დაიწყოს.

„საბჭოს რეკომენდაციით მომდევნო ერთი კვირის განმავლოაბში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაციის დანერგვას. რეგისტრაციის პროცესი „სინოფარმის“ ვაქცინაზე 27 აპრილისთვის გაიხსნება იმიტომ, რომ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში. ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენება დროულად დაიწყოს“,- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ იწყება „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია მაშინ, როდესაც ამ ვაქცინას ჯერ ავტორიზაცია არ მიუღია. გაბუნიას თქმით, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი, ვაქცინაციის ადმინისტრირება კი მაისის დასაწყისში მოხდება.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს. ეს მიმდინარე პროცესია და კარგია, თუ ეს ავტორიზაცია დროულად დასრულდება. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით „სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და 200 მლნ დოზაა გაცემული. „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტინად მინიმალური გვერდითი მოვლენებით.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს 55 წელს ზემოთ, აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება, თუ აპრილის ბოლოს არ მოხდა, ამან არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოს და ვაქცინის ადმინისტრირება დაიწყება მაისის დასაწყისიდან“,- განაცხადა გაბუნიამ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →