—

ირაკლი კობახიძე - სენატორებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან

25
ირაკლი კობახიძე -  სენატორებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან
მოსასმენად დააჭირეთ

სენატორებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სენატორებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და რონ ჯონსონს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გვქონდა სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რონ ჯონსონთან. როგორც მოგეხსენებათ ისინი განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული იმ პროცესებით, რომელიც ვითარდება ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად საქართველოში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სენატორებს იმასთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება პროცესები რეგიონსა და საქართველოში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე, იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების, რჩევის მოსმენა. ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება ჩვენი მხრიდან შემდგომი ნაბიჯების გადადგმის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →