—

ამირან გამყრელიძე - მესამე ტალღას უფრო მომზადებული უნდა დავხვდეთ, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ადამიანური რესურსით

45
ამირან გამყრელიძე - მესამე ტალღას უფრო მომზადებული უნდა დავხვდეთ, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ადამიანური რესურსით
მოსასმენად დააჭირეთ

სამწუხაროდ, მოიმატებს და უკვე იმატებს შემთხვევები. უკვე მესამე დღეა, 1000-ს გადავაბიჯეთ. შიდა ქართლში ჯერჯერობით არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ყველაზე მეტი თბილისშია, ასევე აჭარაში და განსაკუთრებით მოიმატა…

სამწუხაროდ, მოიმატებს და უკვე იმატებს შემთხვევები. უკვე მესამე დღეა, 1000-ს გადავაბიჯეთ. შიდა ქართლში ჯერჯერობით არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ყველაზე მეტი თბილისშია, ასევე აჭარაში და განსაკუთრებით მოიმატა სამეგრელო-ზემო-სვანეთში, მაგრამ, თანდათან, ალბათ ყველგან გვექნება მატება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გორში, ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრისას განაცხადა.

„მეორე ტალღის დროს ძალიან დიდი დაწოლა იყო და პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც კოვიდთან ბრძოლაში, ამ ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში, ჩვენი კოლეგები ეწევიან.

მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც დაიწყო ქვეყანაში, არის იმუნიზაცია, რომლის გარეშეც ეს ეპიდემია ვერ დამთავრდება და ამაში დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. რადგან „გორმედი“ ერთ-ერთი მთავარი ქსელია შიდა ქართლში, რეგიონში ასევე გვაქვს ჰოსპიტალი, იქაც გახლდით და უკვე შევხვდი სამედიცინო პერსონალს. ქვეყანაში მილიონ შვიდასიათასი ადამიანი მაინც უნდა აიცრას, რომ სტაბილური ვითარების საფუძველი გვქონდეს. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი - ერთი ის, რომ სამწუხაროდ, მოიმატებს და უკვე იმატებს შემთხვევები, უკვე მესამე დღეა, 1000-ს გადავაბიჯეთ, შიდა ქართლში ჯერჯერობით არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ყველაზე მეტი თბილისშია, ასევე აჭარაში და განსაკუთრებით მოიმატა სამეგრელო-ზემო-სვანეთში, მაგრამ, თანდათან, ალბათ ყველგან გვექნება მატება. ამ მხრივ გამოცდილება უკვე მიღებულია ჩვენი სამედიცინო ქსელის მიერ და სასურველია, რომ ამ მესამე ტალღას, რომელიც შეიძლება არ იყოს ისეთი მძიმე, როგორიც მეორე იყო, მაგრამ მაინც უფრო მომზადებული უნდა დავხვდეთ როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ადამიანური რესურსით, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ვიდრე მეორე ტალღის დროს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ გორში, სამედიცინო ქსელ ,,გორმედის" პერსონალთან შეხვედრისას.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →