—

ალექსანდრე მოწერელია - ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას „ქართულ ოცნებას“ არ ვურჩევდი

19
ალექსანდრე მოწერელია - ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას „ქართულ ოცნებას“ არ ვურჩევდი
მოსასმენად დააჭირეთ

ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი - მანდატების დათმობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა…

ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი - მანდატების დათმობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რითაც მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამივე მაჟორიტარს, რომელმაც გუნდი დატოვა, არჩევნებში პარტიაზე მაღალი შედეგი ჰქონდა.

"პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგებს გადავხედოთ. სამივე მაჟორიტარს ჩემი ჩათვლით, პარტიასთან შედარებით, 5-6 პროცენტით მეტი ხმა აქვს აღებული. ასევე, არავინ უარყოფს იმას, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და ეს ყველა კვლევით, მათ შორის IRI- ის კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, სადაც წამყვანი პოზიციები უჭირავს გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს. არავინ უარყოფს ამ რეიტინგებს. ამდენად, ნამდვილად არ ვურჩევდი ამ მათემატიკაში შესვლას, რადგან ეს ალბათ, მომგებიანი ნამდვილად არ იქნება მათთვის. მანდატების დათმობას არ ვაპირებთ,"- განაცხადა მოწერელიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →