—

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისში საქართველოში „ფაიზერის“ ლიმიტირებული დოზები შემოვა

44
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისში საქართველოში „ფაიზერის“ ლიმიტირებული დოზები შემოვა
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის დაახლოებით მილიონი დოზაა შეკვეთილი, თუმცა, როდის შემოვა ის ქვეყანაში, ზუსტი თარიღი…

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის დაახლოებით მილიონი დოზაა შეკვეთილი, თუმცა, როდის შემოვა ის ქვეყანაში, ზუსტი თარიღი უცნობია.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, ივნისში „ფაიზერის“ ლიმიტირებული დოზები შემოვა.

„ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული. საუბარია მილიონ დოზაზე, ეს ოფიციალურად შეეკვეთა „ფაიზერს“, თუმცა, ზუსტი ან მიახლოებითი თარიღი, თუ როდის შეიძლება შემოვიდეს ან როგორი ეტაპობრიობით, ჯერ არ არის ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ივნისში „ფაიზერის“ გარკვეული დოზები იქნება, ისევ „კოვაქსით“, მაგრამ ძალიან ლიმიტირებული დოზები შემოვა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →