—

ალექსანდრე მოწერელია - როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან დამოუკიდებელ დეპუტატად გავაგრძელებ საქმიანობას

21
ალექსანდრე მოწერელია - როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან დამოუკიდებელ დეპუტატად გავაგრძელებ საქმიანობას
მოსასმენად დააჭირეთ

მე, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად გავაგრძელებ საქმიანობას, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ…

მე, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად გავაგრძელებ საქმიანობას, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება დაპირისპირების დასრულება და ახალი დღის წესრიგი.

„როგორც იცით, მივიღეთ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება. მე, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ დამოუკიდებელ მაჟორიტარად დეპუტატად. აგრეთვე, აქტიურად ვიქნები ჩართული პარტიის მშენებლობის პროცესში. დღეს საქართველოს სჭირდება ამ დაპირისპირების დასრულება და ახალი დღის წესრიგი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემა არის ოკუპაცია. პანდემიიდან, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ჩვენი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის ამ ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვა. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობაში ახალ ეტაპზე გადასვლა, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რეგიონების გაძლიერება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, მათთან აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და უნდა გადავდგათ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →