—

მარნეულის მერიის თანამშრომელმა თვითნებობის გამოცხადების შემდეგ თანამდებობა დატოვა - ფოტო

30
მარნეულის მერიის თანამშრომელმა თვითნებობის გამოცხადების შემდეგ თანამდებობა დატოვა  - ფოტო
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა თამკინ ნაგიევმა თანამდებობა დატოვა.

InterPress.ge- ს ინფორმაციით, ამის შესახებ მან თავის ფეისბუკ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი სამუშაო გარემოში უსამართლობა და თვითნებობაა.

"ძვირფასო მეგობრებო, გარკვეული მიზეზების და აზრთა სხვაობების გამო მე დღეს მერიაში დაკავებული პოზიციიდან გადავდექი. მე, როგორც განათლებული და სიმართლის მომხრე ადამიანი, ვერც გავჩერდებოდი იქ, სადაც კანონი არ არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, არამედ თვითნებურად კეთდება ყველაფერი, სადაც არ ფასდება არც განათლება და არც შრომა, არამედ მერიაში მომუშავე გარკვეული პირების მხარდაჭერაა მთავარი, რათა მიაღწიო ე.წ. წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი იქნება მრავალი წარმატების მომტანი"- თამკინ ნაგიევი.

აღსანიშნავია, რომ თამკინ ნაგიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლიდან მუშაობდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →