—

ზაალ უდუმაშვილი - ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან, „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება

92
ზაალ უდუმაშვილი - ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან, „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,ზაალ უდუმაშვილმა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას…

„ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,ზაალ უდუმაშვილმა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება.

როგორც მან „პალიტრანიუსს“ განუცხადა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოწმობს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯების გადადგმას არ გეგმავს.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და ჩვენს საზოგადოებას პირდაპირი გზავნილი გაუგზავნა, არ ვაპირებ არავითარი შეთანხმების გაფორმებას ოპოზიციასთან და არავითარი შეთანხმების მიღწევასო. ტოვებენ პოლიტიკურ პატიმრებს საპყრობილეში. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, სულ სხვაგან მიიღეს. სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა დღეს ჩვენთვის მთავარი სიგნალი იმისთვის, მივდივართ თუ არა შეთანხმებისკენ თუ პირიქით-დაპირისპირებისკენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ თავისი გზა აირჩია. ჯერჯერობით, ის არ აპირებს არც ერთი ნაბიჯის გადადგმას იმისკენ, რომ პოლიტიური კრიზისი დაიძლიოს. ბუნებრივია, „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეებში რჩებიან“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →