—

თამარ გაბუნია - წვეულებები და დღესასწაულები არის ეპიდემიის მთავარი მკვებავი

89
თამარ გაბუნია - წვეულებები და დღესასწაულები არის ეპიდემიის მთავარი მკვებავი
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესისა და ვაქცინირებული მოქალაქეების წასახალისებლად გარკვეული ტიპის მექანიზმების ასამოქმედებლად, მათ შორის, ობიექტებისთვის უსაფრთხო ნიშნის…

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესისა და ვაქცინირებული მოქალაქეების წასახალისებლად გარკვეული ტიპის მექანიზმების ასამოქმედებლად, მათ შორის, ობიექტებისთვის უსაფრთხო ნიშნის მისანიჭებლად, გარკვეული დრო და მეტი ვაქცინირებული ადამიანია საჭირო.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„წვეულებები და დღესასწაულები არის ეპიდემიის მთავარი მკვებავი. რაც შეეხება ვაქცინაციის წახალისებას, ეს არის კარგი გამოცდილება. მსოფლიოში არსებობს ასეთი გამოცდილება, როცა წახალისებულია ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობაც და ასევე, ის დაწესებულებები, სადაც არის უსაფრთხო გარემო. ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ცოტა მეტი ვაქცინირებული ადამიანი გაჩნდეს და ასევე, ვაქცინების მოწოდების პროცესიც გაფართოვდეს, რომ ასეთი ტიპის მექანიზმები ავამოქმედოთ. ვფიქრობ, მალე გვექნება ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →