—

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციები

72
არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციები
მოსასმენად დააჭირეთ

იმედი მაქვს, დამატებითი ზომები, რაც ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის პარლამენტმა მიიღო, ეფექტიანი იქნება. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კოლეგებს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის…

იმედი მაქვს, დამატებითი ზომები, რაც ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის პარლამენტმა მიიღო, ეფექტიანი იქნება. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კოლეგებს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას უსაფრთხოების ის წესები, რაც ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის მოწოდებული. პირველ რიგში, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება, ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება ნებისმიერი ახლო კონტაქტის დროს. ეს დაგვეხმარება, რომ მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →