—

ცხოვრება ცინიზმის გარეშე ძალიან ძნელია - წულუკიანი

104
ცხოვრება ცინიზმის გარეშე ძალიან ძნელია - წულუკიანი
მოსასმენად დააჭირეთ

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ხუმრობა თუ ცინიზმი ადამიანებს მძიმე განცდებში არ აგდებს - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ხუმრობა თუ ცინიზმი ადამიანებს მძიმე განცდებში არ აგდებს - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მუდმივად სერიოზულად თუ შეხედე საკუთარ თავს, შეიძლება ძალიან დიდი უბედურებაში გაეხვე.

"ცხოვრება ცინიზმის გარეშე ძალიან ძნელია. მე ჩემს თავთანაც ძალიან ცინიკოსი ვარ... მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად და ვცდილობ, გარედან შევხედო ჩემს საკუთარ თავს და ახლობლებს ბევრჯერ უსაყვედურიათ, ნუ იცი ხოლმე ასე შენი თავის დაცინვა და დაკნინება, არ ვარგა. ამ დროს მე ვეუბნები, რომ რატომაც არ ვარგა?! მუდმივად სერიოზულად თუ შეხედე საკუთარ თავს, შეიძლება ძალიან დიდი უბედურებაში გაეხვე. იუმორის ნიჭი ბოძებული ნიჭია და მე ეს დიდად, ალბათ, არ მაქვს, მაგრამ ეს არის უფრო ცინიზმი. მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ხუმრობა თუ ცინიზმი ადამიანებს მძიმე განცდებში არ აგდებს იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი მიზანი" - აღნიშნავს წულუკიანი.

report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →