—

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში​ ეპიდსიტუაცია უარესდება, შესაძლოა, ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ

30
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში​ ეპიდსიტუაცია უარესდება, შესაძლოა, ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ
მოსასმენად დააჭირეთ

ორ კვირაზე მეტია ყოველდღიურად გვაქვს 600-ზე მეტი შემთხვევა, რაც არ ყოფილა თებერვლის დასაწყისის შემდეგ. იმატებს რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ერთზე მეტია თითქმის 20 დღეა. ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ანუ დადებითობის…

ორ კვირაზე მეტია ყოველდღიურად გვაქვს 600-ზე მეტი შემთხვევა, რაც არ ყოფილა თებერვლის დასაწყისის შემდეგ. იმატებს რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ერთზე მეტია თითქმის 20 დღეა. ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ანუ დადებითობის მაჩვენებელი დღეს თითქმის სამ პროცენტს შეადგენს. ყველა ეს რიცხვი მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება ქვეყანაში, -ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„მართალია გაუარესებას არ აქვს ნახტომისებრი ხასიათი, ის თანდათან უარესდება, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ მკაცრად რეგულაციებს და აღსრულება არ იქნება მაქსიმალური, მაშინ დიდი რისკია იმისა, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, კლასტერული გავრცელება უკვე გვაქვს და შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში“, – განაცხადა გამყრელძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია.

„აცრილია 19 694 ადამიანი, გუშინ აიცრა 1 497 პირი. თანდათან ოდნავ იმატებს მსურველთა რაოდენობა, 30 აპრილის ჩათვლის ჩაწერილია 17 ათასი ადამიანი, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა. აპრილ-მაისში ჩვენ გვჭირდება სულ მცირე სამიდან ოთხი ათასამდე აცრა დღიურად, მაშინ როცა ბოლო ორი კვირის დღიური საშუალო არის 1 100-ის ფარგლებში. სამწუხაროდ, აქტივობა დაბალია და მოსახლეობას ისევ ხშირი მოწოდება სჭირდება, რომ აცრის გარდა ამ ეპიდემიის დამარცხების სხვა საშუალება არ არსებობს. თუ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი ავიცრებით ამ წლის ბოლომდე, მაშინ ეპიდემია ქვეყანაში დასრულდება“, – განაცხადა გამყრელძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →