—

დავით ბაქრაძემ "ევროპული საქართველო" დატოვა

178
დავით ბაქრაძემ "ევროპული საქართველო" დატოვა
მოსასმენად დააჭირეთ

დავით ბაქრაძე პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობასა და წევრობაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ოფიციალური წერილი მან დღეს გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, რომ არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას, თუმცა…

დავით ბაქრაძე პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობასა და წევრობაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ოფიციალური წერილი მან დღეს გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, რომ არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას, თუმცა, რჩება პოლიტიკურა და საერთო ოპოზიციური ბრძოლაში.

ბაქრაძის თქმით, ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და კიდევ რამდენიმე ლიდერს.

„მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის.

ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს - დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლისა და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებსა და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →