—

თბილისში "საქართველოს მედიცინის სტუდენტების გამოცდილება თურქეთში და თურქეთის აღიარების პროექტის" მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია ჩატარდა

51
თბილისში "საქართველოს  მედიცინის სტუდენტების გამოცდილება თურქეთში და თურქეთის აღიარების პროექტის" მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია ჩატარდა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისში "საქართველოს მედიცინის სტუდენტების გამოცდილება თურქეთში და თურქეთის აღიარების პროექტის" მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია ჩატარდა.

თბილისში "საქართველოს მედიცინის სტუდენტების გამოცდილება თურქეთში და თურქეთის აღიარების პროექტის" მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია ჩატარდა.

InterPress.ge იუწყება, რომ ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდული დახმარების და ცნობიერების ამაღლების ორგანიზაცია იყო.

ღონისძიება 7 აპრილს, სასტუმრო "თბილისი პალასში" გაიმართა.

ღონისძიებაზე პროექტის შესახებ ვიდეო რგოლის ჩვენების შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული დახმარების და ცნობიერების ამაღლების ორგანიზაციის თავმჯდომარემ მუსა ჰაჯიევმა პროექტის შესახებ ისაუბრა და სტუდენტებისათვის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მარიამ ელისაშვილმა და ხიდირ აჰმადოვმა.

ღონისძიების ბოლოს, პროექტის მონაწილეებს გადაეცათ ულუდაღის უნივერსიტეტის მიერ გაცემული სერთიფიკატები, სადაც მათ სტაჟირება გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ ”საქართველოს მედიცინის სტუდენტების გამოცდილება და აღიარების პროექტი თურქეთში” და საქართველოს ახალგაზრდობის დახმარებისა და ცნობიერების ამაღლების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებითა და უცხოეთში მყოფი თურქებისა და აკრაბას თემების (YTB) მხარდაჭერით 2015 წლიდან ხორციელდება. დღეისათვის ამ პროექტით 120-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა. პროექტი 2020 წლიდან COVID-19 პანდემიის გამო შეჩერებულია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →