—

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რატომ არ მოიხსნა კომენდანტის საათი

51
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რატომ არ მოიხსნა კომენდანტის საათი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არსებული შეზღუდვები, მათ შორის „კომენდანტის საათი“ შევამსუბუქოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი…

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არსებული შეზღუდვები, მათ შორის „კომენდანტის საათი“ შევამსუბუქოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმატებს როგორც ინფიცირების შემთხვევები, ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც „რა თქმა უნდა, საყურადღებოა“.

„შემთხვევები იმატებს და ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. 2%-ს გადავცდით, რაც რა თქმა უნდა, საყურადღებოა და ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც იყენებს ევროპის ბევრი ქვეყანა და ჩვენზე უარესი რეგულაციებია იმ ქვეყნებში დაწესებული, რადგან უკიდურესად საჭიროა. ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, მაგრამ დღეს ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, მოიმატა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობამ. მისი ინფორმაციით, კლინიკებში ამ დროისთვის არის 2129 პაციენტი, 357 პაციენტი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 68 - მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. თავისუფალი რჩება 2357 საწოლი.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში შემთხვევების რაოდენობა, დაახლოებით, 800-ს აღწევს, ტესტირების პროგრამა მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, 30 ათასს გადააჭარბა ყოველდღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობამ, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი დღეს ჩვენთვის ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, დაემატა ონლაინ კლინიკები, რადგან ბოლო პერიოდში იმატა ზარების რაოდენობამ.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, აცრის კუთხით, სამედიცინო პერსონალის აქტივობა გაზრდილია.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →