—

ამირან გამყრელიძე - შეხვედრები გვექნება საპატრიარქოსთან, რათა აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება

62
ამირან გამყრელიძე - შეხვედრები გვექნება საპატრიარქოსთან, რათა აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა როგორც შარშან, ჩვენ მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს…

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა როგორც შარშან, ჩვენ მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ მოქალაქეები ზომიერ ფარგლებში იდღესასწაულებენ და პარალელურად ეპიდსაწინააღმდეგო რეკომენდაციებს დაიცავენ.

„მეორე მხრივ, დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობთ, მივალთ ისეთ შეთანხმებამდე, რომ ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულოთ და დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც“, – გააცხადა ამირან გამყრელიძემ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →