—

ირაკლი შიოშვილმა და შოთა ნარეკლიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

27
ირაკლი შიოშვილმა და შოთა ნარეკლიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
მოსასმენად დააჭირეთ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწუმენებულმა ირაკლი შიოშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი…

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწუმენებულმა ირაკლი შიოშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

,,უკვე 32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან, დღევანდელ დღეს, ვიხსენებთ სამშობლოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის თქმით, დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული თარიღია.

,,9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. გვსურს პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას, იმ ადამიანების ხსოვნას, რომელებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირნენ. დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თუმცა მე მჯერა, რომ გარდაცვლილი გმირების პატივისცემა უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება", - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →