—

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა

24
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა
მოსასმენად დააჭირეთ

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც…

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილს დაღუპული გმირები არიან:

  • აზა ადამია, 22 წლის;
  • ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის;
  • ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის;
  • ნატო გიორგაძე, 23 წლის;
  • თამუნა დოლიძე, 28 წლის;
  • თინა ენუქიძე, 70 წლის;
  • ნინო თოიძე, 22 წლის;
  • ზაირა კიკვიძე, 61 წლის;
  • მანანა ლოლაძე, 34 წლის ;
  • თამარ მამულაშვილი, 50 წლის;
  • ვენერა მეტრეველი, 45 წლის;
  • მამუკა ნოზაძე, 21 წლის;
  • ნანა სამარგულიანი, 41 წლის;
  • შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;
  • მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;
  • ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;
  • თამარ ჭოველიძე, 16 წლის;
  • ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;
  • მზია ჯინჭარაძე, 43 წლის;
  • მანანა მელქაძე, 26 წლის;
  • გია ქარსელაძე, 25 წლის.
შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →