—

ვაქცინაციისთვის სპეციალურ პორტალზე წინასწარ დარეგისტრირება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება

52
ვაქცინაციისთვის სპეციალურ პორტალზე წინასწარ დარეგისტრირება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება
მოსასმენად დააჭირეთ

შეიქმნება სპეციალური ვებპორტალი, რომელზეც მოქალაქეები, განურჩევლად ჯგუფისა, წინასწარ დარეგისტრირდებიან ვაქცინაციისთვის და გააკეთებენ არჩევანს ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი…

შეიქმნება სპეციალური ვებპორტალი, რომელზეც მოქალაქეები, განურჩევლად ჯგუფისა, წინასწარ დარეგისტრირდებიან ვაქცინაციისთვის და გააკეთებენ არჩევანს ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და მათ არჩევანს გაუფართოებს. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ვებპორტალი, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციისთვის და გააკეთონ არჩევანი ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. ჩვენი აზრით, ეს კვლევა დაგვეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ვაქცინა შემოვიტანოთ შემდეგში საქართველოში“, - აღნიშნა ტიკარაძემ

imedi.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →