—

ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგიების მიზანი ნამდვილად არ არის ის, რომ ჩვენ მუდმივად გავამკაცროთ რეგულაციები

41
ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგიების მიზანი ნამდვილად არ არის ის, რომ ჩვენ მუდმივად გავამკაცროთ რეგულაციები
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლი დაწეულია, რესტორნებში კი რეგულაციები დაცული არაა.

ტიკარაძე საზოგადოებას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი პირველი ნაბიჯი, თხოვნა და მოწოდება დღეის მდგომარეობით ჩვენი მოქალაქეების მიმართ არის ის, რომ მათ მკაცრად დაიცვან ყველა ის რეგულაცია, რომელიც მიწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შრომითი უსაფრთხოებიდან. ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ არის დაწეული პირბადის გამოყენების პროცენტი, ასევე სოციალური დისტანცირება, რომელსც ჩვენი მოქალაქეები საერთოდ აღარ იცავენ, ასევე არის დიდი აქტივობა რესტორნებში, სადაც არ არის დაცული ის რეგულაციები, რომელიც ვირუსის შესაკავებლად მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგიების მიზანი ნამდვილად არ არის ის, რომ ჩვენ მუდმივად გავამკაცროთ რეგულაციები და მივმართოთ საბჭოს ჩაკეტვებისთვის. თუმცა, მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინონ გულისხმიერება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც ქვეყანას შემდეგ „ლოქდაუნს“ ააცილებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →