—

ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებსაც შეეძლებათ

30
ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებსაც შეეძლებათ
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადების მქონე პირების ჩართვაზე და შეიქმნება მაღალი რისკის ადამიანების სია, ვინც ვაქცინაციის მიზნით…

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადების მქონე პირების ჩართვაზე და შეიქმნება მაღალი რისკის ადამიანების სია, ვინც ვაქცინაციის მიზნით რეგისტრაციას შეძლებენ.

როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი სია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე განთავსდება.

„შემდეგ კვირაში განვიხილავთ „სინოფარმის“ გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ეს არის ქრონიკური დაავადების მქონე პირებისთვის მეტად ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამისთვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის განმავლობაში და შევადგენთ სიას არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გვაქვს. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს იდენტიფიცირებას ყველა იმ ადამიანის, ვისაც მაღალი რისკი აქვს და ეს ადამიანები დარეგისტრირებას შეძლებენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →