—

სერგი კაპანაძე - ნიკა მელია დიდი ხანი ციხეში არ იქნება

57
სერგი კაპანაძე - ნიკა მელია დიდი ხანი ციხეში არ იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

ფაქტია, რომ ნიკა მელია დიდი ხანი ციხეში არ იქნება, შეუძლებელია გინდოდეს ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს გყავდეს პოლიტიკური დევნილები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ნიკა მელია ს…

ფაქტია, რომ ნიკა მელია დიდი ხანი ციხეში არ იქნება, შეუძლებელია გინდოდეს ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს გყავდეს პოლიტიკური დევნილები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია არის პოლიტიკური დევნილი და ეს ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადებაში იკითხება.

„ნიკა მელია არის პოლიტიკური დევნილი, ყველა ჩვენი პარტნიორის განცხადებაში ეს იკითხება. მისი დაკავება იყო სრულიად არაადეკვატური და ლოგიკაზე საუბარი ხელისუფლების ნაბიჯებში, როდესაც ისინი აკავებენ, ან ათავისუფლებენ მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ ადამიანს, ძალიან ძნელია. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ისევ გააგრძელებს ამ არაადეკვატურ პოლიტიკას და ციხეში დატოვებს, თუ გაათავისუფლებს ძნელი გამოსაცნობია. ფაქტია, რომ ნიკა მელია დიდი ხანი ციხეში არ იქნება, შეუძლებელია გინდოდეს ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს გყავდეს პოლიტიკური დევნილები, განსაკუთრებით, მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერები“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 8 აპრილს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. ხვალინდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →